loader

ომიდან 7 წლის შემდეგ - მუხათგვერდში 42 ქართველი სამხედროს ცხედრების ფრაგმენტები დაკრძალეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ომიდან 7 წლის შემდეგ - მუხათგვერდში 42 ქართველი სამხედროს ცხედრების ფრაგმენტები დაკრძალეს

აგვისტოს ომიდან შვიდი წლის შემდეგ იდენტიფიცირებული სამხედრო მოსამსახურეების ცხედართა ფრაგმენტები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. სულ იდენტიფიცირებულია 42 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი. მათგან რამდენიმეს იდენტიფიცირება 2008 წელსვე მოხდა, თუმცა დამატებითი ექსპერტიზა გახდა საჭირო. დნმ-ის კვლევა სულ რამდენიმე თვის წინ დასრულდა და გარდაცვლილთა ფრაგმენტები დღეს დაკრძალეს.

დამატებითი ექსპერტიზა ჩაუტარდა საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ცხედარსაც. "დღეს უკვე ბოლო ფრაგმენტები გადმოასვენეს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან. გიორგი ანწუხელიძის დნმ ამოცნობილი იყო და დღეს მე და ჩემი შვილი მოვედით, რომ საბოლოოდ გავაცილოთ იგი", - განაცხადა გიორგი ანწუხელიძის მეუღლემ მაკა ჩიკვილაძემ.

სამხედრო მოსამსახურეების ნეშტების ფრაგმენტების დაკრძალვას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს პრეზიდენტი, ასევე, თავდაცვისა და გენშტაბის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ავტორი: ნინო ჩიჩუა