loader

იპოთეკით დაზარალებულების აქცია იუსტიციის სახლთან და დაპირისპირება პოლიციასთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იპოთეკით დაზარალებულების აქცია იუსტიციის სახლთან და დაპირისპირება პოლიციასთან

იუსტიციის სახლთან იპოთეკით დაზარალებული პირების და ე.წ. ატსტუპნიკების საპროტესტო აქცია გაიმართა. ისინი საქართველოს მთავრობისგან და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისგან მოითხოვენ, რომ მორატორიუმი დაწესდეს გამოსახლებასთან დაკავშირებით. მათი თქმით, აუცილებელია კანონმდებლობაში ცვლილებები შევიდეს და კერძო იპოთეკარებს, მევახშეებს და ბანკებს დაუწესდეთ კონკრეტული რეგულაციები და შეზღუდვები გამოსახლებაზე.

აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლს კვერცხები ესროლეს. ამის გამო საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აქციის მონაწილე ორი ქალი დააკავეს, ხოლო კიდევ ერთ მონაწილეს ხელწერილი დააწერინეს, თუმცა არ დაუკავებიათ. აქციაზე დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის. აქციის მონაწილეებმა ორი პირის დაკავება გააპროტესტეს. აქციაზე დღეს სასწრაფო დახმარების ბრიგადაც გამოიძახეს, რადგან აქციის ორი მონაწილე შეუძლოდ გახდა.