loader

ყალბი NOKIA-ს ტელეფონებით ვაჭრობისთვის ვაგზალზე საწარმოს მფლობელი ქალი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყალბი NOKIA-ს ტელეფონებით ვაჭრობისთვის ვაგზალზე საწარმოს მფლობელი ქალი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების ფაქტზე, ვაგზლის მოედნის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საწარმოს ხელმძღვანელი, ნათია ახალბედაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, ჩინური წარმოების 300 ერთეულ მობილურ ტელეფონზე მოახდინა სასაქონლო ნიშნის შეცვლა NOKIA-ს სასაქონლო ნიშნით, რომლის შემდგომაც მოახდინა მისი რეალიზაცია 6600 ლარად.

დანაშაულებრივ ფაქტზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 დან 4 წლამდე ვადით.