loader

ვარკეთილში ორი პოლიციელი დაჭრეს - ერთ-ერთი გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვარკეთილში ორი პოლიციელი დაჭრეს - ერთ-ერთი გარდაიცვალა

თბილისში, ვარკეთილში დაჭრილი ორი პოლიციელიდან ერთ-ერთი, ბექა მარგიშვილი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მეორე პოლიციელის, ვალერიან გრძელიშვილის მდგომარეობა მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ბექა მარგიშვილის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახს თანაუგრძნობს.

უწყების ცნობით, შსს-ს ისან-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს. აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა.

იხილეთ ასევე: პოლიციამ პატრულის სავარაუდო მკვლელის ტანსაცმელსა და ავტომანქანას მიაგნო