loader

SOS! "სიცოცხლისთვის საშიში" მანქანები გერმანიიდან - ეს ყველა ქართველმა მძღოლმა უნდა ნახოს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

SOS! "სიცოცხლისთვის საშიში" მანქანები გერმანიიდან - ეს ყველა ქართველმა მძღოლმა უნდა ნახოს

გერმანელ ჟურნალისტთა გამოძიების მიხედვით, საქართველოში გერმანიიდან სიცოცხლისთვის საშიში ავტომობილები ჩამოაქვთ. გერმანიის "საზოგადოებრივი მაუწყებელი" თაღლითურ ქსელზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც, საქართველოში გერმანიიდან სიცოცხლისთვის სახიფათო ავტომობილები ჩამოდის. ჟურნალისტური გამოძიება ამ თემაზე გერმანიის "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" ჩაატარა.

საქმე ეხება ასობით ავტომობილს, რომლებიც ავარიის შემდეგ გერმანიაში ორ ნაწილად იჭრება და შემდეგ დაჭრილი სახით კონტეინერებით საქართველოში ჩამოდის. საქართველოში მანქანებს ხელახლა აწყობენ და ახლის ფასად ყიდიან.

გერმანელმა ჟურნალისტებმა თაღლითურ ქსელზე დაკვირვებისას ერთ-ერთ კონტეინერს ბათუმის პორტში მიაკვლიეს, საიდანაც ავტომობილები თბილისში ასაწყობად და რეალიზაციისთვის წაიღეს. საშუალოდ ასეთი ავტომობილის ფასი საქართველოში 7 ათას 400 დოლარია. გერმანიის "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სიუჟეტში განმარტებულია, რომ გადაჭრილი მანქანების გადაზიდვით კონტეინერში სივრცე იზოგება და საბოლოოდ გადამზიდავები თითო კონტეინერში 20 ათას ევრომდე მოგებას ნახულობენ.

როგორც სიუჟეტში ექსპერტი ჰანს ულრიხ სანდერი საუბრობს, ეს მანქანები მაინც ნარჩენია და ავარიის შემთხვევაში ამ ავტომობილების უსაფრთხოება თითქმის ნულის ტოლია.

გერმანიის "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სიუჟეტი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა.