loader

რიკოთის უღელტეხილზე სატვირთო ავტომანქანა გადაბრუნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რიკოთის უღელტეხილზე სატვირთო ავტომანქანა გადაბრუნდა

შემთხვევა 6 აპრილს, გვიან ღამით რიკოთის უღელტეხილზე, სოფელ ხუნევთან მოხდა. მკვეთრ მოსახვევში სავალი გზის ნაწილიდან გადაბრუნდა სატვირთო ავტომანქანა, რომელსაც დიდი რაოდენობით თხევადი ჟანგბადი გადაჰქონდა. ადგილზე დროულად გამოცხადდნენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს იმერეთის სამმართველოს მეხანძრე-მაშველები და ქიმიურ, რადიაციულ და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების განყოფილების თანამშრომლები.

უსაფრთხოების მიზნით, მეხანძრე-მაშველებმა მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. საპატრულო პოლიციის მიერ მოხდა რიკოთის უღელტეხილზე საავტომობილო გზის გადაკეტვა.

რამდენიმესაათიანი მუშაობის შედეგად მოხდა სატვირთო მანქანისა და სპეციალური ავზის გაუვნებელყოფა და ჟანგბადით სავსე ავზის აფეთქების თავიდან აცილება. ჩატარებული სამუშაოების შედეგად არავინ დაშავებულა.