loader

წინა ხელისუფლება ე.წ. კანონიერ ქურდებს საზღვრიდან აცილებდა სწორედ ისე, როგორც ჩვენ გვაბრალებენ - არჩილ თალაკვაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წინა ხელისუფლება ე.წ. კანონიერ ქურდებს საზღვრიდან აცილებდა სწორედ ისე, როგორც ჩვენ გვაბრალებენ - არჩილ თალაკვაძე

წინა ხელისუფლება "კანონიერ ქურდებს" საზღვრიდან აცილებდა სწორედ ისე, როგორც ჩვენ გვაბრალებენ, - ასე გამოეხმაურა შსს-ს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე "არჩევანის" ეთერში "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ხელისუფლების მიმართ გამოთქმულ ბრალდებას, თითქოს, ეს უკანასკნელი ე.წ. კანონიერ ქურდებთან თანამშრომლობს. როგორც თალაკვაძემ განაცხადა, მას აქვს 12 ე.წ. კანონიერი ქურდის სია და იმ ადგილების ჩამონათვალი, საიდანაც ისინი წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადააცილეს საზღვარზე.

ამ განცხადებამ სტუდიაში მღელვარება გამოიწვია. გადაცემაში განიხილავდნენ პოლიციელების მკვლელობის საქმეს. თალაკვაძის თქმით, საუბრები, თითქოს პოლიციამ ხელები ჩამოუშვა, უსაფუძვლოა.