loader

პეკინზე ქალს ფანჯრიდან გადმოგდებული ტელევიზორი დაეცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პეკინზე ქალს ფანჯრიდან გადმოგდებული ტელევიზორი დაეცა

პეკინზე ქალს ფანჯრიდან გადმოგდებული ტელევიზორი დაეცა. არსებული ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ქალმა სახლის ფანჯრიდან ტელევიზორი და საოჯახო ნივთები გადმოყარა, რომელიც გამვლელ ახალგაზრდა ქალბატონს ფეხზე დაეცა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვნა. ქალი კი, რომელმაც ნივთები ფანჯრიდან გადაყარა, პოლიციას კარს არ უღებდა. სამართალდამცველებმა მისი დაკავება მოახერხეს. ის პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

როგორც შსს-ს პრესსამსახურში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, ხოლო სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სსკ-ის 124 მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.