loader

"რით დავიცვათ ქვეყანა, ქოლგით?!" - ახალგაზრდა "თავისუფალი დემოკრატების" აქცია თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რით დავიცვათ ქვეყანა, ქოლგით?!" - ახალგაზრდა "თავისუფალი დემოკრატების" აქცია თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ

ახალგაზრდა "თავისუფალმა დემოკრატებმა" პარლამენტის მიმდებარედ, ჭიჭინაძის ქუჩაზე აქცია გამართეს. "თავისუფალი დემოკრატები" თავდაცვის მინისტრ, მინდია ჯანელიძეს ელოდებოდნენ, რათა პარლამენტში აქციის ფონზე შეეცილებინათ, თუმცა მინდია ჯანელიძე აქციის მსვლელობის განმავლობაში ჭიჭინაძის ქუჩაზე არ გამოჩენილა და პარლამენტში არ შესულა. როგორც აქციის მონაწილეებმა საპროტესტო აქციის დასრულებისას განაცხადეს, ისინი ვარაუდობენ, რომ მინდია ჯანელიძე პარლამენტში სხვა გასასვლელიდან შეაპარეს, შესაბამისად მათ აქციის გამართვას არსებითი მნიშვნელობა აღარ ქონდა.

აქციაზე, სახელწოდებით "ქოლგით ქვეყანას ვერ დაიცავს" მონაწილეები აქციაზე ქოლგებით იყვნენ მისულები, რაც, მათი თქმით, სიმბოლურ ხასიათს ატარებს და იმის მანიშნებელი იყო, რომ საქართველოს სჭირდება რეალური თავდაცვითი მექანიზმი.

ავტორი: ჯონი პატარკაციშვილი