loader

"შალვამ ისე ჩამიხუტა, ისე თბილად დამიცვა..." - სიკვდილს გადარჩენილი ლუბა ელიაშვილის სენტიმენტალური ისტორია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შალვამ ისე ჩამიხუტა, ისე თბილად დამიცვა..." - სიკვდილს გადარჩენილი ლუბა ელიაშვილის სენტიმენტალური ისტორია

ტელეკომპანია "იმედის" ეთერში "ეკა ხოფერიას თოქ-შოუს" ლუბა ელიაშვილი სტუმრობდა, რომელმაც ჟურნალისტის პროფესიის, პირადი ცხოვრებისა და გადატანილი ოპერაციის შესახებ ისაუბრა. ელიაშვილის თქმით, რეანიმაციაში ყოფნის დროს ყველაფერი ესმოდა და ამდენი ადამიანის თბილმა გზავნილებმა უკან დაბრუნების ძალა მისცა.

როგორც ლუბა ელიაშვილი ამბობს, მისი მეუღლე შალვა შავგულიძე, მისგან განსხვავებით, სენტიმენტალურობით არ გამოირჩევა, თუმცა ამის საწინააღმდეგოს ამტკიცებს ერთ-ერთი ბოლოს მომხდარი შემთხვევა. როგორც ჟურნალისტი იხსენებს, მისი ფეხზე გავლის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა და დაცემის შედეგად ხელი მოიტეხა, მისმა მეუღლემ კი გულში ისე ჩაიკრა, რომ ელიაშვილს მეორედ წაქცევაც კი მოუნდა.