loader

ქართველ თინეიჯერებს "ცეცხლით გამოცდა" ელით - მსოფლიო ბესტსელერის ქართული პრემიერა! - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველ თინეიჯერებს "ცეცხლით გამოცდა" ელით - მსოფლიო ბესტსელერის ქართული პრემიერა!

ლაბირინთში მორბენალი თინეიჯერები ახლა ცეცხლით გამოცდისთვის ემზადებიან - გრძელი რიგი "ბიბლუსი გალერისთან" ჯეიმზ დაშნერის მორიგი ბესტსელერის მოლოდინში დადგა.

"პალიტრა L"-ის პროექტ "ლიბერთინსის" ფარგლებში, ჯეიმზ დაშნერის "ცეცხლით გამოცდის" შეძენა, მხოლოდ ერთი დღით, მხოლოდ ერთი საათით, 12 ლარის ნაცვლად, 3 ლარად იყო შესაძლებელი. მალე თინეიჯერები მსოფლიო ბესტსელერის მიხედვით გადაღებული ფილმის გაგრძელებასაც იხილავენ - "ცეცხლით გამოცდა" ტელეეკრანებზე 2015 წლის შემოდგომაზე გამოვა. მანამდე კი ასობით მოზარდი, ვინც რიგში გამოცდას გაუძლო და სასურველი წიგნი ხელში ჩაიგდო, სიხარულსა და ემოციებს ვერ მალავდა.

თბილისის პარალელურად, აქცია პირველად გაიმართა ბათუმშიც. წვიმიანი ამინდის მიუხედავად, ბათუმელი ახალგაზრდები მოთმინებით ელოდნენ რიგს და ფავორიტი მწერლის მორიგი ბესტსელერის შეძენას.

ავტორები: ჯონი პატარკაციშვილი, გიგა ხურცილავა

ასევე იხილეთ: გრძელი რიგი, პატრული და თინეიჯერები წიგნის მოლოდინში - "ლაბირინთში მორბენალის" თბილისური პრეზენტაცი