loader

ძლიერი აფეთქება გლდანში: შემთხვევას 65 წლის ქალი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ძლიერი აფეთქება გლდანში: შემთხვევას 65 წლის ქალი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები

ძლიერი აფეთქება მოხდა დღეს დილით გლდანში, მეორე მიკრორაიონის 25-ე კორპუსში. დაიღუპა მერვე სართულზე მცხოვრები 65 წლის ზოია კალანდარიშვილი, რომელიც აფეთქებით გამოწვეული ნგრევის შედეგად შენობის მე-8 და მე-9 სართულების "სინკარებს" შორის მოყვა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე დავით გელაშვილმა განაცხადა, სამაშველო სამუშაოების ფარგლებში აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსიდან საერთო ჯამში 4 ადგილობრივი მცხოვრების გამოყვანა მოხდა. ოთხი პირიდან ერთი მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი. გლდანის მეორე მიკრორაიონის 25-ე კორპუსში სამაშველო სამუშაოები ამ დროისთვის დასრულებულია.

ავტორი: ირაკლი გედენიძე