loader

გალობა ქრისტეს ენაზე, ერთი წუთით რეალურ სამყაროს მოგწყვეტთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გალობა ქრისტეს ენაზე, ერთი წუთით რეალურ სამყაროს მოგწყვეტთ

საქართველოში მცხოვრები 4 000 ასურელიდან 2 000 მცხეთის რაიონში, სოფელ ქანდაში ცხოვრობს. ამ სოფლის 95% ასურელია და უმრავლესობა დღემდე არამეულად საუბრობს... ნეოარამეული იგივე ასურული ენაა. ბევრი მეცნიერი წერს, რომ ქრისტე ქალდეველურ ენაზე მეტყველებდა, ქალდეველი და ასურელი კი, პრაქტიკულად, ერთია.

36 წლის ბერ-დიაკვანი, მამა სერაფიმე ასურელია და მისი მშობლიური ენა არამეულია. ბერ-დიაკვანი 24 წლის ასაკამდე საერო ცხოვრებას მისდევდა, აღმოსავლურ ორთაბრძოლაში ასპარეზობდა, უკრაინაში კი დეპუტატების დაცვის სამსახურის უფროსი იყო. თუმცა მის ცხოვრებაში მოხდა ცვლილებები, რამაც მას მონაზვნად აღკვეცა გადააწყვეტინა. მამა სერაფიმეს შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შეიტყო და საქართველოში მცხოვრებ ასურელ ხალხს ისე წარუდგინა, როგორც "ასურელების მოძღვარი". უწმინდესის კურთხევით, სქიმარქიმანდრიტი სერაფიმე არამეულ ენაზე წირავს და გალობს...

მამა სერაფიმეს გალობა ქრისტეს ენაზე, რამდენიმე წუთით რეალურ სამყაროს მოგწყვეტთ...

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

იხილეთ: ქართული სოფელი, სადაც ქრისტეს ენაზე საუბრობენ