loader

13 წლის სერფერი, რომელსაც ზვიგენმა კიდურები მოაჭამა, დაიღუპა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

13 წლის სერფერი, რომელსაც ზვიგენმა კიდურები მოაჭამა, დაიღუპა

ინდოეთის ოკეანეში, ფრანგულ კუნძულ რეუნიონზე 13 წლის სერფერი დაიღუპა. ელიო კანესტრის ტალღებზე სერფინგის დროს ზვიგენი დაესხა თავს და მოკლა. ზვიგენმა ბიჭუნას ქვედა კიდურები და მუცლის ნაწილი მოაჭამა.

"დასახმარებლად სასწრაფოდ გავედით წყალში, გამოვიყვანეთ, მაგრამ მძიმე ჭრილობები ჰქონდა მიყენებული, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა", - განაცხადა ერთ-ერთმა მაშველმა. ელიოს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. იუნიორებში ის ერთ-ერთ საუკეთესო სერფერად ითვლებოდა.

2011 წლის შემდეგ ამ სანაპიროზე ზვიგენმა უკვე მეშვიდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.