loader

პრეზიდენტმა 78 მსჯავრდებული შეიწყალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრეზიდენტმა 78 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 78 მსჯავრდებული შეიწყალა. როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 57 მსჯავრდებული სრულად იქნა შეწყალებული და ეს პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღესვე დატოვებენ. რაც შეეხება 21 მსჯავრდებულს, მათი სასჯელი სხვადასხვა ზომით იქნა შემცირებული.

ქორიძის ინფორმაციით, შეწყალების კომისიამ სულ 460 საქმე განიხილა და საკმაოდ ფართო სპექტრია დანაშაულებისა, რომელთა ჩამდენებიც დღეს შეწყალებულნი არიან, მათ შორის, ერთი განზრახ მკვლელობის მუხლით, რომელსაც სასჯელი გაუნახევრდა.

პრეზიდენტის დღევანდელი აქტით შეწყალებულთა შორის ქალი და არასრულწლოვანი მსჯავრდებულები, ასევე, უვადო პატიმრობამისჯილი პირები არ არიან.