loader

ყაჩაღობა დიღმის მასივში: თავდამსხმელებმა ოჯახის წევრები გაკოჭეს და 200 000-ის ოქროს ნივთები გაიტაცეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყაჩაღობა დიღმის მასივში: თავდამსხმელებმა ოჯახის წევრები გაკოჭეს და 200 000-ის ოქროს ნივთები გაიტაცეს

შსს-ს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის 6 წევრი: 1962 წელს დაბადებული მურმან ს, 1991 წელს დაბადებული ბექა ს, 1972 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბესიკ ც, 1966 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი არკადი მ, 1970 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ხვიჩა ა და 1982 წელს დაბადებული ნუკრი ა. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ შეიარაღებულმა ბრალდებულებმა დიღმის მასივში, ნაილი გ-ს ბინაში შეაღწიეს, მას და მის შვილებს ხელ-ფეხი შეუკრეს. შემდეგ თავდამსხმელები სიცოცხლის მოსპობის მუქარით 200 000 აშშ დოლარის ღირებულების ოქროს ნივთებს დაეუფლნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.