loader

"გამარჯვების შვილთაშვილები" - ქართველი ბავშვები რუსეთის პირველ არხთან ომში მებრძოლ ბაბუებზე საუბრობენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გამარჯვების შვილთაშვილები" - ქართველი ბავშვები რუსეთის პირველ არხთან ომში მებრძოლ ბაბუებზე საუბრობენ

რუსეთის პირველ არხზე, მეორე მსოფლიო ომის 70 წლის იუბილეს ფარგლებში, გადაცემათა ციკლი "Правнуки Победы" გადის, რომელშიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ომში მონაწილეთა შთამომავლები საუბრობენ, რა იციან სამამულო ომში მონაწილე წინაპრებზე. ამჯერად, რუსული ტელეკომპანიის კორესპონდენტმა თბილისში იპოვა ომის ვეტერანების შვილთაშვილები.
6 წლის ნუცა შარაძე ამბობს, რომ მისი დიდი ბაბუა მიხეილ ლომაძე 1941 წელს გაიძახეს ფრონტზე, როდესაც 18 წლის იყო. "მძიმე ბრძოლა გადაიტანა, დაჭრეს, ცოცხლად დამარხეს, მაგრამ გადარჩა. იგი ჯარისკაცმა გადაარჩინა, რომელთან ერთადაც ბერლინამდე მივიდა. ომის შემდეგ იგი ორდენებით და მედლებით დააჯილდოვეს" - ამბობს ნუცა.

14 წლის ნიკოლოზ ბუჟიაშვილის ბაბუა შოთა გოგურია ქალაქ ბალაშოვთან ახლოს 1942 წელს ტანკისტი იყო. მის ტანკს ცეცხლი გაუხსნეს და ის მთელი ეკიპაჟიდან ერთადერთი იყო, ვინც გადარჩა. "მძიმედ იყო ფეხში დაჭრილი და 13 დღე თოვლში იხოხა და დასახლებულ პუნქტამდე მიაღწია, სადაც მას საბჭოთა ჯარები დახვდნენ" - უყვება კორესპონდენტს ნიკოლოზი.

15 წლის ნუკა ქევხიშვილი კი ამბობს, რომ ფრონტიდან მისი ბაბუა მეუღლეს წერილებს სწერდა და ჰპირდებოდა, რომ თუ დაბრუნდებოდა, აუცილებლად ერთად იცხოვრებდნენ: "ის მართლაც დაბრუნდა და ამის შემდეგ ერთად 50 წელი იცხოვრეს".