loader

ახლა მოიტანენ ფოტო მასალას, სადაც ჩანს, რომ თქვენ და 4 სხვა ადამიანი გამეტებით სცემთ 18 წლის ახალგაზრდას - ირაკლი კორძაია ყოფილ პოლიციელს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახლა მოიტანენ ფოტო მასალას, სადაც ჩანს, რომ თქვენ და 4 სხვა ადამიანი გამეტებით სცემთ 18 წლის ახალგაზრდას - ირაკლი კორძაია ყოფილ პოლიციელს

ახლა მოიტანენ ფოტო მასალას, სადაც ჩანს, რომ თქვენ და 4 სხვა ადამიანი გამეტებით სცემთ 18 წლის ახალგაზრდას, რომელიც დღემდე მკურნალობს, - ასე მიმართა ყოფილ პოლიციელ ლაშა ცანავას ჟურნალისტმა ირაკლი კორძაიამ გადაცემა "რეაქციაში". როგორც კორძაიამ განაცხადა, 2009 წლის 15 ივნისის დარბევაში ლაშა ცანავაც მონაწილეობდა, რის გამოც მას გამოძიებასთან თანამშრომლობა მოუწევს.

როგორც ცნობილია, ლაშა ცანავა დღეს თბილისის პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაიკითხა. საქმე 2009 წლის 15 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარ სამმართველოსთან განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.

იხილეთ ასევე: ფოტო, რომლის მიხედვითაც ყოფილ პოლიციელს 18 წლის ახალგაზრდის ცემაში ადანაშაულებენ, პირდაპირ ეთერში აჩვენეს