loader

ხულოში მშენებლობაზე ორი მამაკაცი დაიღუპა - კადრები შემთხვევის ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხულოში მშენებლობაზე ორი მამაკაცი დაიღუპა - კადრები შემთხვევის ადგილიდან

ხულოს მუნიციპალიტეტში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დროს უბედური შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულები არიან მშენებლობაზე დასაქმებული, სოფელ ღურტაში მცხოვრები მამაკაცი და ერთი თურქეთის მოქალაქე. შემთხვევის შედეგად მძიმედ დაზიანდა კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ამწემ სიმძიმეს ვერ გაუძლო, ტვირთმა გადაძლია და ხარაჩოებს დაეჯახა. ხარაჩოზე იმყოფებოდა სამი ადამიანი. მძიმე დაზიანებების გამო ორი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ერთი ქვედა კიდურების მოტეხილობითა და სხვა დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს", - აცხადებენ ხულოს მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები.

ხულოს მუნიციპალიტეტში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო.