loader

"მაესტრო" - ადეიშვილის დროს ინტერპოლის საქართველოს ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი, ინტერპოლის ცენტრალურ ოფისში მაღალ თანამდებობაზეა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მაესტრო" - ადეიშვილის დროს ინტერპოლის საქართველოს ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი, ინტერპოლის ცენტრალურ ოფისში მაღალ თანამდებობაზეა

ინტერპოლის საქართველოს ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი ლაშა გიორგიძე საფრანგეთში ინტერპოლის ცენტრალურ ოფისში საკმაოდ მაღალ თანამდებობას იკავებს, - ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია "მაესტროსთვის" გახდა ცნობილი.

"მაესტროს" ინფორმაციით, საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის დროს ინტერპოლის საქართველოს ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი ლაშა გიორგიძე ისევ ინტერპოლში მუშაობს. კერძოდ, თბილისის შემდეგ ლაშა გიორგიძე საფრანგეთში ინტერპოლის ცენტრალურ ოფისში საკმაოდ მაღალ თანამდებობას იკავებს. ტელეკომპანია "მაესტრო" აღნიშნული ინფორმაციის წყაროს არ ასახელებს.

შეგახსენებთ, 2015 წლის 9 აპრილს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო ინტერპოლის გენერალური სამდივნოს წერილი, რის საფუძველზეც ქართულ მხარეს ეცნობა, რომ ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ გაუქმდა ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამოცემული წითელი ცირკულარი.