loader

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, გიორგი ჯანელიძის კადრები სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, გიორგი ჯანელიძის კადრები სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი"ფეისბუქის"  საკუთარ გვერდზე უკრაინაში დაღუპული მებრძოლის, გიორგი ჯანელიძის ვიდეოს ავრცელებს. როგორც ექს პრეზიდენტი წერს, ვიდეო ჩაწერილია გიორგი ჯანელიძის დაღუპვამდე ცოტა ხნით ადრე.

"თავში საკმაოდ მძიმედ დაჭრეს, თუმცა ის მაინც დაბრუნდა წინა ხაზზე, წავიდა სადაზვერვო ოპერაციაზე, ის რუსი სამხედრო ინსტრუქტორი გაანადგურა, რომელიც ამ რაიონში ყველაზე მეტ პრობლემას უქმნიდა უკრაინელებს, ბოლო დროს.

ჩვენი გმირები ფრონტზე ხანდახან ასეთი ენით გამოხატავენ ჩვენს ემოციებს. მათ, ვისაც ეს შეიძლება ყურში ცუდად მოხვდეთ, ანდა მათ ვისაც არ ესმის რისთვის წამოვიდნენ ისინი საომრად და რისთვის გასწირეს თავისი სიცოცხლე, მინდა ვუთხრა, რომ სწორედ ეს ბიჭები გვჯობიან ყველას. ეს გიორგის სიტყვებია დაღუპვამდე ცოტა ხნით ადრე - "მე ჩემს 14 წლის შვილს ვუთხარი: თუ დავიღუპები, შენ რუსეთის წინააღმდეგ უნდა განაგრძო ბრძოლა.", - წერს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქზე".

გიორგი ჯანელიძე, მეტსახელად "სატანა", გუშინ შიროკინოსთან მომხდარი შეტაკებების დროს დაიღუპა. იგი აზოვის ბატალიონში იბრძოდა.