loader

"საქართველოში არ არის სიტუაცია, რომ თავს საშუალება მივცეთ, ნახევარმილიარდიან სახლებში ვიცხოვროთ" - ირაკლი ღარიბაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საქართველოში არ არის სიტუაცია, რომ თავს საშუალება მივცეთ, ნახევარმილიარდიან სახლებში ვიცხოვროთ" - ირაკლი ღარიბაშვილი

პრეზიდენტის ადგილზე რომ ვიყო, ათონელის რეზიდენციაში აუცილებლად გადავიდოდი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა, თუმცა, მისი თქმით, პრეზიდენტის გადასაწყვეტია, თუ სად იქნება მისი რეზიდენცია.

რაც შეეხება ჟურნალისტის შეკითხვას, მოხდება თუ არა იძულების წესით პრეზიდენტის რეზიდენციის შეცვლა, ღარიბაშვილის თქმით, ეს არ მოხდება და ასეთი საუბარი პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ შეურაცხმყოფელია.

რაც შეეხება საკითხს, თუ რატომ გააქტიურდა ეს თემა კიდევ ერთხელ, როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, ამ შენობის რემონტი დასრულდა ორი კვირის წინ და ბუნებრივია, დაისვა საკითხი, "თუ რა უნდა ვუყოთ შენობას, რომელშიც სახელმწიფომ 28 მილიონი ლარი დახარჯა".