loader

"შე მეკვერცხე, შე არაკაცო" - ორთაბრძოლა წიწილიანი კვერცხებით გურჯაანის გამგეობაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შე მეკვერცხე, შე არაკაცო" - ორთაბრძოლა წიწილიანი კვერცხებით გურჯაანის გამგეობაში

"ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება გრძელდება. გურჯაანის გამგეობასთან "ნაციონალური მოძრაობის" "ანტიკორუფციული კომისიისა" და "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს შორის დაპირისპირებამ დღეს უცნაური ფორმა მიიღო. ირმა ნადირაშვილისა და გიორგი ღვინიაშვილის გამგეობის შენობაში გამოჩენის შემდეგ "ქართული ოცნების" რამდენიმე ათეულმა აქტივისტმა და სხვადასხვა საჯარო სამსახურში დასაქმებულმა პირებმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და კვერცხები დაუშინეს. ზოგიერთ კვერცხში წიწილა აღმოჩნდა. შემდეგ დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.

გურჯაანში ვითარება სამი დღეა, დაძაბულია. "ნაციონალური მოძრაობის" "ანტიკორუფციულმა კომისიამ", როგორც თავად ამბობენ, გურჯაანში კორუფციის და ნეპოტიზმის ფაქტების შესწავლა დაიწყო, რასაც დაპირისპირებები მოჰყვა.

იხილეთ ტელეკომპანია "გურჯაანის" ვიდეომასალა სრულად