loader

აქცია თბილისში, თურქეთის საელჩოსთან, სომეხთა გენოციდის აღიარების მოთხოვნით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აქცია თბილისში, თურქეთის საელჩოსთან, სომეხთა გენოციდის აღიარების მოთხოვნით

თურქეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია, რომელიც საქართველოში სომეხთა სათვისტომოს მიერ იყო ორგანიზებული, სომხეთის ჰიმნის შესრულების შემდეგ დასრულდა.

აქციაზე, სახელწოდებით "გვახსოვს და მოვითხოვთ", თბილისში მცხოვრები ეთნიკური სომხები იღებდნენ მონაწილეობას. მათი თქმით, ისინი 1915 წელს თურქეთის მიერ სომხეთის გენოციდის დასაგმობად, ასევე, იმის შესახსენებლად მივიდნენ თურქეთის საელჩოსთან, რომ კიდევ ერთხელ მოუწოდონ თურქეთს, აღიაროს სომხების გენოციდი.

ავტორი: ჯონი პატარკაციშვილი