loader

"მეტროში ჩასულებს დახრჩობისთვის ვწირავთ..." - ვაჟა-ფშაველაზე გაურკვეველი ობიექტის მშენებლობას აპროტესტებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მეტროში ჩასულებს დახრჩობისთვის ვწირავთ..." - ვაჟა-ფშაველაზე გაურკვეველი ობიექტის მშენებლობას აპროტესტებენ

ვაჟა-ფშაველას გამზირის მე-5, მე-7 და მე-9 კორპუსების მცხოვრებლები გამზირზე გაურკევეველი დანიშნულების ობიექტის მშენებლობას აპროტესტებენ და რკინის კონსტრუქციის დემონტაჟს მოითხოვენ. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს ვაჟა-ფშაველას გამზირის მე-7 კორპუსთან მოსახლეობამ აქცია გამართა.

ობიექტის მშენებლობა ტროტუარზე მიმდინარეობს. როგორც მცხოვრებლები აცხადებენ, ტროტუარზე 60 კვ.მ ფართობისა და 6 მეტრი სიმაღლის რკინის კონსტრუქცია არის დადგმული. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ობიექტი მეტროპოლიტენის სავენტილაციო შახტაზე შენდება.

აქციაში თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი მონაწილეობდა. ჟურნალისტებთან საუბრისას ელისაშვილმა განაცხადა, რომ მოსახლეობა მას დახმარებისათვის დაუკავშირდა. მისივე თქმით, მოსახლეობა გაურკვეველი დანიშნულების ობიექტის დემონტაჟს მოითხოვს.