loader

"შეჩერდით! ჩვენ სუნთქვა გვინდა!!!" - იპოდრომზე ხეების გაჩეხვის კადრები "ფეისბუქზე" ვრცელდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შეჩერდით! ჩვენ სუნთქვა გვინდა!!!" - იპოდრომზე ხეების გაჩეხვის კადრები "ფეისბუქზე" ვრცელდება

იპოდრომის მიმდებარედ, თამარაშვილის ქუჩის 13-ში დღეს დილიდან მრავალწლიანი ხეების მოჭრას აპროტესტებენ. მოქალაქეების განცხადებით, მშენებლობა სკვერში უნდა განხორციელდეს, რისთვისაც 30 ხე მოიჭრება. მოსახლეობა აცხადებს, რომ ხეების მოჭრაზე ნებართვა თბილისის მერიის გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა ბიძინა გიორგობიანმა გასცა.

"ფეისბუქზე" ვრცელდება ხეების მოჭრის ამსახველი რამდენიმე ვიდეოც, რომლებიც სავარაუდოდ, ადგილობრივებმა მაღალსართულიანი კორპუსიდან გადაიღეს. კადრებში ჩანს, როგორ ჭრიან მრავალწლოვან წიწვოვან მცენარეებს სკვერის ტერიტორიაზე.

ასევე იხილეთ: "გეთანხმებით, მაგრამ უძლური ვარ" - თამარაშვილზე ხეებს ჭრიან, ზედამხედველობის სამსახური კი პროცესს აკვირდება