loader

"წაიკითხეთ, ამას კი არ ვითხოვ, მოვითხოვ" - რუსკა მაყაშვილი აგათა კრისტის საუკეთესო რომანებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"წაიკითხეთ, ამას კი არ ვითხოვ, მოვითხოვ" - რუსკა მაყაშვილი აგათა კრისტის საუკეთესო რომანებზე

"იდუმალი მოვლენა სტაილზში", "კაცი ყავისფერ პალტოში", "როჯერ ეკროიდის მკვლელობა", "დიდი ოთხიანი", "ცისფერი მატარებლის საიდუმლო", "მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესზე", "ტრაგედია სამ აქტად", "ენდჰაუზის საიდუმლოება", "სიკვდილი ღრუბლებში" - ალბათ, ამქვეყნად მცირეა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებზეც ლეგენდარული მაძებრის, ერკიულ პუაროსა და ახირებული მის მარპლის უჩვეულო თავგადასავლებს დაუვიწყარი შთაბეჭდილება არ მოუხდენია. აგათა კრისტის დეტექტივები დღემდე მსოფლიო ბესტსელერების ლიდერია!

წელს, სექტემბერში, აგათა კრისტის დაბადებიდან 125 წელი სრულდება. ამიტომ 2015 წელი მის წლად გამოცხადდა. ამ მოვლენასთან დაკავშირებით მსოფლიოში, განსაკუთრებით კი, დიდ ბრიტანეთში, ღონისძიებების სერიაა დაგეგმილი.

ყველა აქტივობის კულმინაცია სექტემბერში, აგათა კრისტის დაბადების დღეზეა დაგეგმილი. მწერლის ოფიციალურ ვებგვერდზე ფანების წერილებისა და ვიდეოჩანაწერების მიღება თემაზე - "როგორ შეცვალა კრისტიმ ჩემი ცხოვრება", დიდი ხანია მიმდინარეობს. მკითხველთან ერთად, კონკურსში მსოფლიოში ცნობილი ადამიანებიც მონაწილეობენ და რამდენიმე სიტყვით ან ვრცელი წერილით "დეტექტივის დედოფლის" მიმართ მათ დამოკიდებულებაზე ჰყვებიან.

"პალიტრა TV" გთავაზობთ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების ინტერვიუებს, რომლებიც აგათა კრისტისა და მის შემოქმედებაზე საუბრობენ.

ავტორები: თიკო გურაშვილი, გიორგი შეყილაძე

ასევე იხილეთ: 125 წელი "დეტექტივების დედოფლის" დაბადებიდან - დათო ტურაშვილი აგათა კრისტის საყვარელ რომანზე