loader

დაიჯერეთ, ივანიშვილი ისეთი ადამიანია, რომელიც საქართველოს სიკეთის მეტს არაფერს გაუკეთებს - ნათელა პატარკაციშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაიჯერეთ, ივანიშვილი ისეთი ადამიანია, რომელიც საქართველოს სიკეთის მეტს არაფერს გაუკეთებს - ნათელა პატარკაციშვილი

დაიჯერეთ, ივანიშვილი ისეთი ადამიანია, რომელიც საქართველოს სიკეთის მეტს არაფერს გაუკეთებს, - ასე გამოეხმაურა ბადრი პატარკაციშვილის დედა ნათელა პატარკაციშვილი ოჯახისთვის ტელეკომპანია ”იმედის” დაბრუნების ფაქტს. ეს განცხადება ნათელა პატარკაციშვილმა  საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმში გააკეთა, სადაც ფილმის - "ორი სამშობლოს" ჩვენება მოეწყო.
ფილმის ჩვენებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი, განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე, ასევე საზოგადოების ცნობილი პიროვნებები და სახეები ესწრებოდნენ.

იხილეთ ასევე: ბიძინა ივანიშვილი და პატრიარქი საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმში ფილმის ჩვენებაზე