loader

ხმაურიანი და ხალხმრავალი აქცია ზუგდიდში - ეკა ბესელიას და გია ვოლსკის წითელი ბარათებით დახვდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხმაურიანი და ხალხმრავალი აქცია ზუგდიდში - ეკა ბესელიას და გია ვოლსკის წითელი ბარათებით დახვდნენ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების, ეკა ბესელიასა და გია ვოლსკის ზუგდიდში ჩასვლა გააპროტესტეს.

"ნაციონალური მოძრაობის" 200-მდე მხარდამჭერი შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის შენობის წინ შეიკრიბა, სადაც უმრავლესობის წევრებთან შეხვედრა მიმდინარეობს. "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა უმრავლესობის წევრებთან შეხვედრა მოითხოვეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. აქციის მონაწილეებს ხელში წითელი ბარათები ეჭირათ და სკანდირებდნენ: "წადით, წადით".

ავტორი: მარი შარანგია