loader

განათლების სამინისტროსთან მშობელთა საინიციატივო ჯგუფმა აქცია გამართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

განათლების სამინისტროსთან მშობელთა საინიციატივო ჯგუფმა აქცია გამართა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მშობელთა საინიციატივო ჯგუფის მიერ ორგანიზებული გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები პარლამენტს სასკოლო ასაკთან დაკავშირებით, დეპუტატ კობა სუბელიანის ინიციატივის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. მშობლების უმრავლესობას კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღების იმედი აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი აქციების გამართვით და ქუჩაში ბავშვების გამოყვანით იმუქრებიან.

ინიციატივის ავტორმა, დეპუტატმა კობა სუბელიანმა მშობლებს აქტიურობისკენ, მათ შორის, სოციალურ ქსელში აქტივობისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ დეპუტატებმა, რომლებმაც კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს, საკუთარ თავს არ დაუპირისპირდებიან.

აქციაზე იმყოფებოდა კანონპროექტის ინიციატორი, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი კობა სუბელიანი და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, მათ შორის, სცენარისტი გიორგი ჯანელიძე, მოდელი ნინო ორდენიძე, მსახიობები - თამარ და ნინუცა მაყაშვილები.