loader

რას იტყვით, როცა განათლების მინისტრი განათლების მისაღებად მიდის საზღვარგარეთ? - გიორგი გაბუნიამ დავით ბაქრაძეს ნიკა გვარამიას შემთხვევა გაახსენა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას იტყვით, როცა განათლების მინისტრი განათლების მისაღებად მიდის საზღვარგარეთ? - გიორგი გაბუნიამ დავით ბაქრაძეს ნიკა გვარამიას შემთხვევა გაახსენა

საქართველოში გვყავს მთავრობა, რომელიც ნაწილ-ნაწილ იპარება, - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა დავით ბაქრაძემ ”რუსთავი 2”-ის გადაცემა ”არჩევანში”. როგორც მან ელგუჯა ხოკრიშვილის გადადგომაზე განაცხადა, მსოფლიოში არსად არის პრეცედენტი, მინისტრი ამბობდეს, ოჯახი მომენატრა და ამიტომ მივდივარო. ამის პასუხად გადაცემის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ იკითხა: ”რას იტყვით იმ შემთხვევაზე, როცა განათლების მინისტრი განათლების მისაღებად მიდის საზღვარგარეთ? დღეს ის ”რუსთავი 2”-ის დირექტორია”. დავით ბაქრაძემ გაბუნიას უპასუხა, რომ ნიკა გვარამია იმ მომენტისთვის უკვე გადამდგარი იყო თანამდებობიდან.