loader

თბილისში მომხდარ ავარიას მოტოციკლისტი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისში მომხდარ ავარიას მოტოციკლისტი ემსხვერპლა

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მომხდარი ავარიის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ერთმანეთს შეეჯახნენ მოტოციკლეტი და "ფოლკსვაგენის" მარკის მანქანა. გარდაცვლილია მოტოციკლის მძღოლი. რაც შეეხება ავტომანქანის მძღოლს, ის დაშავებულია და გადაყვანილია საავადმყოფოში.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით აღძრულია საქმე 276-ე მუხლით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის ექსპლუატაციის და უსაფრთხოების წესის დარღვევას. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მობილიზებულია საპატრულო და სახანძრო სამსახურის მანქანები.