loader

"ერთი სიტყვა მარტო... ძირითადი რა გაქვთ?" - რაზე "შეუთანხმდა" ივანიშვილი ჟურნალისტებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ერთი სიტყვა მარტო... ძირითადი რა გაქვთ?" - რაზე "შეუთანხმდა" ივანიშვილი ჟურნალისტებს

სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ორგანიზაცია "მოქალაქის" და "საზოგადოება 2030"-ის მიერ ორგანიზებული ეკონომიკური კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ორგანიზაცია "მოქალაქის" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა გახსნა.

კონფერენციაზე შესვლამდე სასტუმროს ფოიეში მომლოდინე ჟურნალისტებმა ივანიშვილს კომენტარისთვის მიმართეს, თუმცა მან განაცხადა, რომ კომენტარს ღონისძიების დასრულების შემდეგ გააკეთებდა. თუმცა შემდეგ ჟურნალისტებისკენ მიბრუნდა და "ერთი სიტყვით" კომენტარის გაკეთებას დათანხმდა.

კონფერენციას ესწრებოდნენ საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია, ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია, ფონდ "ქართუს" თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, "საზოგადოება 2030"-ის წევრები; კონფერენციას ესწრებოდა ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე.