loader

თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრად ინიშნება? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრად ინიშნება?

ეყოლება თუ არა საქართველოს თავდაცვის ქალი მინისტრი? - მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაში შესაძლოა, მინდია ჯანელიძე აღარ მოხვდეს. ტელეკომპანია "იმედის" ცნობით, მინდია ჯანელიძე, შესაძლოა, თინა ხიდაშელმა შეცვალოს.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას ხვალ, 10:00 საათზე დაასახელებს.

როგორც პრემიერმა გუშინდელ პრესკონფერენციაზე განმარტა, მთავრობაში მხოლოდ ორი ახალი მინისტრი იქნება - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.

იხილეთ ასევე: თინა ხიდაშელის პირველი კომენტარი თავდაცვის მინისტრის პოსტზე მის სავარაუდო დანიშვნასთან დაკავშირებით