loader

"დარბის ყველა, დარბის მთელი მსოფლიო, დარბის საქართველო!" - საერთაშორისო მარათონი ზურგის ტვინის დაავადების მქონე პაციენტთა დასახმარებლად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დარბის ყველა, დარბის მთელი მსოფლიო, დარბის საქართველო!" - საერთაშორისო მარათონი ზურგის ტვინის დაავადების მქონე პაციენტთა დასახმარებლად

ზურგის ტვინის დაავადების მქონე პაციენტთა დასახმარებლად, მსოფლიოს მასშტაბით გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებაში, რომელიც ერთდროულად 5 კონტინეტზე, 35 ქვეყანაში ჩატარდა, საქართველოც ჩაერთო.

საქართველოში საერთაშორისო მარათონი - "დარბის ყველა, დარბის მთელი მსოფლიო, დარბის საქართველო!" - კახეთში, ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გაყოლებით გაიმართა. საერთაშორისო პროექტში საქართველოს ჩართულობას უცხოური მედიაც გამოეხმაურა.

საქველმოქმედო ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად გადაერიცხება "Wings For Life"-ის კვლევის ფონდს. თანხა იმ სამეცნიერო კვლევებს მოხმარდება, რომელთა საშუალებითაც ზურგის ტვინის დაავადებების განკურნება შესაძლებელი გახდება.