loader

როგორ ირბინა 5000-მდე ადამიანმა ქველმოქმედებისთვის კახეთში - მსოფლიო რბენის კადრები ციდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ ირბინა 5000-მდე ადამიანმა ქველმოქმედებისთვის კახეთში - მსოფლიო რბენის კადრები ციდან

3 მაისს, კახეთში, ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა მსოფლიო სპორტის ისტორიაში. ასიათასობით ადამიანი 33 ქვეყნიდან კვლავ გაერთიანდა იმისთვის, რომ ზურგის ტვინის დაზიანება განკურნებადი გახდეს.

მსოფლიო რბენაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში 5000 ადამიანი იყო დარეგისტრირებული, აქედან 600-ზე მეტი უცხოელი 35 ქვეყნიდან.

საქართველოს რბენის გამარჯვებული შარშანდელი პირველადგილოსანი ანატოლი ოლეინიკოვი გახდა, რომელმაც 57.39 კმ გაირბინა. ქალებში პირველობა ლინდა ვან ფლიტმა მოიპოვა - 32,01 კილომეტრით.

ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად გადაერიცხება Wings for Life-ის ფონდს, რომელიც ახორციელებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ. გასულ წელს, 2014 წლის მსოფლიო რბენის შედეგად, საქართველოდან ფონდში 100 000 ლარი გადაირიცხა.

ავტორი: ირაკლი გედენიძე