loader

თბილისში ჯორჯ ბუშის ბანერი შავი საღებავით შეღებეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისში ჯორჯ ბუშის ბანერი შავი საღებავით შეღებეს

თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის ბანერი დააზიანეს. პრეზიდენტის სახე და ინგლისურენოვანი წარწერა შავი საღებავით არის შეღებილი.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, უახლოეს დღეებში იმავე ადგილას ახალი ბანერი განთავსდება. "არსებული ბანერის შეკეთება ან ახლის დამზადება დღეიდან დაიწყება და მას მიმდინარე კვირაშივე პირველადი სახე დაუბრუნდება. რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, ჩვენ ვგმობთ აღნიშნულ საქციელს და ვფიქრობთ, რომ ბანერები ასე არ უნდა ზიანდებოდეს", - განაცხადა თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ლევან ნაროუშვილმა.