loader

თამარ სანიკიძემ ბულინგის საწინააღმდეგო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თამარ სანიკიძემ ბულინგის საწინააღმდეგო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

4 მაისს მსოფლიოში ბულინგის საწინააღმდეგო საერთაშორისო დღე აღინიშნება. ანტიბულინგური კამპანიის ფარგლებში, პირველი კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებმა ანტიბულინგის კვირეული გახსნეს. განათლების მინისტრმა, პირველი კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებთან ერთად, თავდაპირველად ნახატების გამოფენა დაათვალიერა, რის შემდეგაც მოსწავლეების მიერ გადაღებული თემატური ფილმი და კლიპი ნახა. ანტიბულინგური კამპანიის ფარგლებში, თამარ სანიკიძემ, სკოლის მოსწავლეებთან ერთად, ანტიბულინგური სიმბოლო - ფერადი ხელის გამოსახულება სკოლის ეზოში, ბანერზე დატოვა.

ავტორი: ჯონი პატარკაციშვილი