loader

ჭყლეტა "ყვითელ მარშრუტკებში" - ვინ არის დამნაშავე: მძღოლები თუ მგზავრები? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჭყლეტა "ყვითელ მარშრუტკებში" - ვინ არის დამნაშავე: მძღოლები თუ მგზავრები?

ალბათ, თითოეულ თქვენგანს ერთხელ მაინც უმგზავრია სამარშრუტო ტაქსით, რომელშიც არათუ დასაჯდომი, დასადგომი ადგილიც კი აღარაა. თუმცა, როცა გეჩქარებათ, მომდევნო ტრანსპორტის მოსვლამდე ლოდინს ისევ ჭყლეტაში ყოფნას ამჯობინებთ...

იმ მგზავრებისთვის, რომლებსაც ყოველდღიურად გადატვირთული სამარშრუტო ტაქსებით უწევთ მგზავრობა, "თბილისის მიკროავტობუსს" ერთი "ოქროს რჩევა" აქვს: მათ ცხელ ხაზზე უნდა დარეკონ და დარღვევის შესახებ შეატყობინონ ოპერატორს. ამასთან, განმარტავენ, რომ მონიტორინგის სამსახური მუდმივად ამოწმებს პროცესს და "სადაც დასამატებელია, იმ ხაზზე ამატებენ მიკროავტობუსებს". და კიდევ ერთი უცნაურობა, "თბილისის მიკროავტობუსის" განმარტებით, არ აპირებენ აუკრძალონ მძღოლებს ზედმეტი მგზავრის აყვანა "მარშრუტკაში", რადგან ეს მგზავრების მხრიდან პროტესტს გამოიწვევს. რა გამოდის? მძღოლები და მგზავრები ყოფილან "დამნაშავენი" იმაში, რომ "ყვითელ მარშრუტკებშიც" კი მუდმივად "საცობია".