loader

მორიგი მსოფლიო ბესტსელერი ნახევარ ფასად - მარკუს ზუზაკის "წიგნის ქურდის" თბილისური პრემიერა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მორიგი მსოფლიო ბესტსელერი ნახევარ ფასად - მარკუს ზუზაკის "წიგნის ქურდის" თბილისური პრემიერა

პირველად საქართველოში და პირველად ქართულ ენაზე მოზარდები მარკუს ზუზაკის მსოფლიო ბესტსელერს, "წიგნის ქურდს" წაიკითხავენ. თბილისურ პრემიერაზე "ბიბლუსი გალერეასთან" ასობით წიგნის მოყვარული შეიკრიბა.

წიგნის ქურდები არა, თუმცა, პრეზენტაციაზე მრავლად იყვნენ ისეთი მოზარდები, ვინც ზუზაკის "წიგნის ქურდიდან" ფრაზებსა და მონაკვეთებს პირდაპირ წიგნიდან, მაღაზიაშივე იპარავდა. "ლიბერთინსის" პროექტში მონაწილე ყველა მსურველმა ბესტსელერის შეძენა მხოლოდ ერთი დღით, ნახევარ ფასად შეძლო.

"პალიტრა L"-მა და პროექტ "ლიბერთინსის" წევრებმა მკითხველს, "წიგნის ქურდის" პრეზენტაციასთან ერთად, მისი მიმოხილვაც შესთავაზეს. პრეზენტაციის დასრულებისა და წიგნების თაროებიდან გაქრობის შემდეგ "ბიბლუსი გალერეაში" ამავე სახელწოდების ფილმის ჩვენება გაიმართა.

თბილისთან ერთად, "პალიტრა L"-ის პროექტში პირველად ჩაერთო ქალაქი რუსთავიც, სადაც აქციამ არანაკლები მასშტაბურობით ჩაიარა.

"წიგნის ქურდი" პროექტ "ლიბერთინსის" ფარგლებში გამოცემული რიგით მეხუთე ბესტსელერია, რომელიც ქართულ ენაზე სათარგმნად თავად მოზარდმა მკითხველებმა შეარჩიეს. "წიგნის ქურდი", რომელიც მოგვითხრობს პატარა გოგონას ისტორიას მეორე მსოფლიო ომის დროს, გულგრილს არავის დატოვებს.

ავტორები: ჯონი პატარკაციშვილი, გიგა ხურცილავა