loader

რომელია თბილისელების ყველაზე საყვარელი რომანი აგათა კრისტის შემოქმედებიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რომელია თბილისელების ყველაზე საყვარელი რომანი აგათა კრისტის შემოქმედებიდან

2015 წელს, სექტემბერში, აგათა კრისტის დაბადებიდან 125 წელი სრულდება. ამიტომ 2015 წელი მის წლად გამოცხადდა. ამ მოვლენასთან დაკავშირებით მსოფლიოში, განსაკუთრებით კი, დიდ ბრიტანეთში, ღონისძიებების სერიაა დაგეგმილი.

ყველა აქტივობის კულმინაცია სექტემბერში, აგათა კრისტის დაბადების დღეზეა დაგეგმილი. მწერლის ოფიციალურ ვებგვერდზე ფანების წერილებისა და ვიდეოჩანაწერების მიღება თემაზე - "როგორ შეცვალა კრისტიმ ჩემი ცხოვრება", დიდი ხანია მიმდინარეობს. მკითხველთან ერთად, კონკურსში მსოფლიოში ცნობილი ადამიანებიც მონაწილეობენ და რამდენიმე სიტყვით ან ვრცელი წერილით "დეტექტივის დედოფლის" მიმართ მათ დამოკიდებულებაზე ჰყვებიან.

"პალიტრა TV"–მ შემოგთავაზათ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების ინტერვიუები, რომლებიც აგათა კრისტისა და მის შემოქმედებაზე საუბრობენ. ამჯერად გთავაზობთ ქუჩის გამოკითხვას: იცნობენ თუ არა თბილისელები მწერალს და როგორ აფასებენ მის შემოქმედებას.

იხილეთ ასევე: "თავისებურ სიმყუდროვეს ქმნის ეს მწერალი..." - რუსუდან ფეტვიაშვილი აგათა კრისტის რომანებზე

გიორგი კეკელიძე აგათა კრისტის "არაზედაპირულ" დეტექტივებზე

125 წელი "დეტექტივების დედოფლის" დაბადებიდან - დათო ტურაშვილი აგათა კრისტის საყვარელ რომანზე

"წაიკითხეთ, ამას კი არ ვითხოვ, მოვითხოვ" - რუსკა მაყაშვილი აგათა კრისტის საუკეთესო რომანებზე

ავტორი: თიკო გურაშვილი