loader

სტალინი, ჩერჩილი და რუზველტი თბილისური მაღაზიის ვიტრინაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სტალინი, ჩერჩილი და რუზველტი თბილისური მაღაზიის ვიტრინაში

9 მაისს საქართველოში და პოსტსაბჭოთა სივრცის ზოგიერთ ქვეყანაში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღე აღინიშნება. წელს, ომის ქართველ ვეტერანებს გამარჯვებიდან 70 წლის იუბილეს არა მარტო ქართველი პოლიტიკოსები, არამედ "ისტორიული გმირებიც" მიულოცავენ. "გილოცავთ გამარჯვების 70 წლისთავს" - ასეთი წარწერით რუსთაველის გამზირზე იტალიური ტანსაცმლის ცნობილი ბრენდის მაღაზიის ვიტრინაში, არც მეტი, არც ნაკლები, იოსებ სტალინის, უინსტონ ჩერჩილისა და ფრანკლინ დელანო რუზველტის ისტორიული ფოტო გამოჩნდა.

რატომ გადაწყვიტეს მსგავსი ბანერით მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისათვის გამარჯვების დღის მილოცვა, მაღაზიაში არ განმარტეს. კონსულტანტმა და დაცვის თანამშრომელმა თქვეს, რომ არ იციან, რატომ შეირჩა მაინცდამაინც ეს ფოტო, სადაც სტალინია გამოსახული.

ავტორი: ჯონი პატარკაციშვილი