loader

”როცა ბაიკში საწვავს ჩაგისხამს რომელიმე პოლიტიკური ძალა რაღაც მიზნისთვის, შენ თავისუფალი არ ხარ!” - ქართველი ბაიკერების პროტესტი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

”როცა ბაიკში საწვავს ჩაგისხამს რომელიმე პოლიტიკური ძალა რაღაც მიზნისთვის, შენ თავისუფალი არ ხარ!” - ქართველი ბაიკერების პროტესტი

ვაკის პარკთან ქართველმა ბაიკერებმა რუსი ბაიკერების საწინააღმდეგო აქცია გამართეს. როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ბაიკერები აცხადებდნენ, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ რუსები დღეს ფაშიმზე გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით მარშის მოწყობას აპირებენ. მათივე თქმით, რუსეთის მოქალაქეებს ამისი უფლება არ გააჩნიათ და ისინი პირველ რიგში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულების საფლავზე უნდა მიდიოდნენ.

მოგვიანებით ვაკის პარკთან შეკრებილმა ბაიკერებმა უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკეს, შემდეგ კი მოტოციკლებით გმირთა მოედნისკენ გადაინაცვლეს.

მათი ინფორმაციით, რუსი ბაიკერები, რომელთა საწინააღმდეგო აქციაც იმართებოდა, გორისკენ დაიძრნენ და სავარაუდოდ, მარშის ჩატარებას 9 მაისთან დაკავშირებით ვეღარ შეძლებენ.