loader

შეხლა-შემოხლა ვაკის პარკში: დაკავებული გიორგი ჭანტურია და რამდენიმე პირი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შეხლა-შემოხლა ვაკის პარკში: დაკავებული გიორგი ჭანტურია და რამდენიმე პირი

ვაკის პარკში სამართლადცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს. როგორც თავად დაკავებულები აცხადებენ, მათი აყვანა იმის გამო მოხდა, რომ კოალიცია "ევრაზიული არჩევანის" თავმჯდომარეს, არჩილ ჭყოიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ახალგაზრდების მეორე ჯგუფის მტკიცებით კი, სამართლადმცველებმა რამდენიმე პირი იმის გამო დააკავეს, რომ ისინი ვაკის პარკში ე.წ. გეორგიევსკის ლენტით შევიდნენ.

მომხდარზე ოფიციალურ კომენტარს ვაკის პარკში მობილიზებული პოლიციელები არ აკეთებენ. დაკავებულებს შორის არიან როგორც ის პირები, რომლებიც ვაკის პარკში გეორგიევსკის ლენტით შევიდნენ, ისე მათი მოწინააღმდეგეები.

სამართალდამცველებმა ასევე დააკავეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ჭანტურიაც.
მისი აყვანაც იმის გამო მოხდა, რომ ჭანტურიამ ერთ-ერთ მამაკაცს, რომელსაც ე.წ. გეორგიევკის ლენტი ეკეთა, ჩამოხსნა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, დაკავებულია სამი ადამიანი. მათგან ორი პირი დააკავეს არჩილ ჭყოიძის მიმართ ჩადენილი ქმედების გამო და გამოძიება მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. ხოლო ერთი ადამიანი დაკავებულია ტრისტან წითელაშვილის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედების ფაქტზე.

მოგვიანებით თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკის პარკში დაკავებული შვიდი პირიდან ხუთს 100-ლარიანი ადმინისტრაციული სახდელი შეუფარდა, დანარჩენ ორს კი სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. გია ჭანტურიას სასასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა და დარბაზიდან გაათავისუფლა.

იხილეთ ასევე: ამერიკის დროშიანი ბაბუ "რუსეთის აგენტებს" საჩხუბრად იწვევს

”როცა ბაიკში საწვავს ჩაგისხამს რომელიმე პოლიტიკური ძალა რაღაც მიზნისთვის, შენ თავისუფალი არ ხარ!” - ქართველი ბაიკერების პროტესტი

ველომრბოლელი ნოდარ ბერაძე ვაკის პარკში გეორგიევსკის ლენტით მივიდა

”უტვინოები არიან, ვინც არ იცის ეს რა ლენტია” - ბათუმში 9 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ოკუპაციის სიმბოლოებით მივიდნენ

სიმბოლური 9 მაისი: მსვლელობა ძველი საბჭოური და უცხოური ავტომობილებით თბილისის ქუჩებში

რუსი ბაიკერების მოტოციკლები უკრაინის დროშისფერი საღებავებით დასვარეს