loader

სასტუმროში დამწვარი ბავშვების ცხედრების გამოსვენებისას ერთ-ერთი გარდაცვლილის მამამ და მამიდამ ავტომობილის საბურავებში ჩავარდნა სცადეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სასტუმროში დამწვარი ბავშვების ცხედრების გამოსვენებისას ერთ-ერთი გარდაცვლილის მამამ და მამიდამ ავტომობილის საბურავებში ჩავარდნა სცადეს

ქობულეთში ხანძრის დროს დაღუპულ ბავშვების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. ცხედრები ბათუმის ექსპერტიზის ბიუროდან რუსთავის ექსპერტიზის ბიუროში გადაიყვანეს. გამოსვენებისას მცირე ინცინდენტი მოხდა. დაღუპულების მშობლები და ახლობლები გარდაცვლილთა ცხედრების ნახვას ითხოვდნენ. ისინი ექსპერტიზის ბიუროდან გამოსულ 112-ის ავტომობილს გადაუდგნენ. ერთ-ერთი გარდაცვლილის მამამ და მამიდამ ავტომობილის საბურავებში ჩავარდნა სცადეს. დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა სიტუაცია გაანეიტრალეს და სასწრაფო დახმარების მანქანა ადგილიდან გაიყვანეს.

როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან გორგილაძემ განაცხადა, იმის გამო, რომ ძლიერი დამწვრობების გამო ცხედრების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, გარდაცვლილების მშობლებს დნმ-ის ანალიზი აუღეს. მისივე განმარტებით, დნმ-ის ანალიზების პასუხებამდე ცხედრები რუსთავის ექსპერტიზის ბიუროში იქნებიან დასვენებული.

იხილეთ ასევე: საშინელი ტრაგედია ქობულეთში: გამწარებული მშობლები და სასტუმროში დამწვარი ბავშვები

როგორ დაიწვა სასტუმრო ქობულეთში, სადაც ბავშვები დაიღუპნენ - კადრები შემთხვევის ადგილიდან

ანსამბლის ხელმძღვანელები ქეიფობდნენ, ბავშვები კი უყურადღებოდ ჰყავდათ დატოვებული - სასტუმროს მეპატრონე

ქობულეთში მომხდარი ხანძრის უმძიმესი, ექსკლუზიური კადრები