loader

"გასაგებია ბავშვები, მაგრამ მე ცოდვა არ ვარ?!" - ქობულეთში დამწვარი სასტუმროს მეპატრონე ზარალზე წუხს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გასაგებია ბავშვები, მაგრამ მე ცოდვა არ ვარ?!" - ქობულეთში დამწვარი სასტუმროს მეპატრონე ზარალზე წუხს

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სასტუმროს მესამე სართული სრულიად დამწვარია, მეორე - ნაწილობრივ, ხოლო პირველი სართული ხანძრის შედეგად დაზიანებულია. სასტუმროს მეპატრონე შერმადინ ართმელაძე ზარალზე წუხს და ბავშვების დაღუპვის მიზეზად მათი თანმხლები უფროსების უყურადღებობას ასახელებს.

კრიმინალისტები შენობაში გუშინ მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ. დღეს მედიის წარმომადგენლებს სასტუმროს ტერიტორიაზე შესვლა და ფოტო-ვიდეო მასალის გადაღების საშუალება მიეცათ.

"პალიტრა ტვ"-ის კორესპონდენტის ინფორმაციით, საოჯახო ტიპის სასტუმროს მესამე სართული აშენებული იყო რკინის კონსტრუქციით, აბაზანისა და საპირფარეშოების კედლები ამოყვანილი იყო ქვით, ხოლო ნომრები ხისგან და პლასტიკატისგან იყო გაკეთებული. სასტუმრო "არმაზში" გუშინ, გამთენიისას გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი მოზარდი დაიღუპა. ისინი სასტუმროს მესამე სართულზე იყვნენ მოთავსებულნი.

ასევე იხილეთ:

"ამბობენ, რომ ცხედარს ხელში კარის სახელური ეჭირა..." - ქობულეთში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები

როგორ გამოიყურება სასტუმრო, სადაც ხანძარს 3 ბავშვი ემსხვერპლა - კადრები შემთხვევის ადგილიდა

ქობულეთში მომხდარი ხანძრის უმძიმესი, ექსკლუზიური კადრები