loader

80 კაცისგან შემდგარი მომღერლების გუნდი სცენასთან ერთად ჩავარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

80 კაცისგან შემდგარი მომღერლების გუნდი სცენასთან ერთად ჩავარდა

ინტერნეტმომხმარებლები ჩინეთში მომხდარ ინციდენტს განიხილავენ: ადგილობრივ თეატრში 80 კაცისგან შემდგარი მომღერლების გუნდი სცენასთან ერთად ჩავარდა.

უსიამოვნო ინციდენტი რეპეტიციის დროს მოხდა, როდესაც გუნდს სამი დაგვიანებული მონაწილე შეუერთდა. სცენამ შემსრულებლების საერთო წონას ვერ გაუძლო და ჩაინგრა. ინციდენტის შედეგად რვა ადამიანი სერიოზულად დაშავდა. კონცერტი, რომლისთვისაც შემსრულებლები ემზადებოდნენ, გადაიდო.