loader

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ აფხაზეთისა და ცხინვალის "დამოუკიდებლობა" აღიარა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ აფხაზეთისა და ცხინვალის "დამოუკიდებლობა" აღიარა

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის "დამოუკიდებლობა" აღიარა. Lifenews.ru-ს ინფორმაციით, შესაბამის "ბრძანებებს" ხელი თვითაღიარებული რესპუბლიკის დე ფაქტო ლიდერმა ალექსანდრე ზახარჩენკომ მოაწერა. როგორც ე.წ. დადგენილების ტექსტში წერია, ეს გადაწყვეტილება გამომდინარეობს დონბასის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხების მისწრაფებებიდან, სრულფასოვანი, მეგობრული ურთიერთობები დაამყარონ.

"როგორც აფხაზი, ისე ოსი ერი ძალიან ახლოსაა დონბასის ხალხთან. თავის დროზე დონბასი ეხმარებოდა აფხაზეთსა და ოსეთს, როდესაც მათ ომი ჰქონდათ. ახლა ისინი გვეხმარებიან ჩვენ და ძალიან მოხარული ვარ, რომ აღიარების ნაბიჯი გადავდგით", - განაცხადა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე კოფმანმა.

ოკუპირებულმა სამხრეთ ოსეთმა ჯერ კიდევ გასული წლის ივნისში აღიარა დონბასის დამოუკიდებლობა. აფხაზეთში ეს გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღიათ.