loader

დაკავებული წყალბურთელის აზრით, მას ნარკოტიკი ჩაუდეს - გიორგი გუდაძის მხარდასაჭერი აქცია მოდულის შენობასთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაკავებული წყალბურთელის აზრით, მას ნარკოტიკი ჩაუდეს - გიორგი გუდაძის მხარდასაჭერი აქცია მოდულის შენობასთან

ე.წ. მოდულის შენობასთან დაკავებული წყალბურთელის, გიორგი გუდაძის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. როგორც აქციაზე გუდაძის მეგობარმა გიორგი ზერეკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ახლობლები და ნათესავები ეჭვობენ, რომ გიორგი გუდაძეს ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს.

გუდაძის ადვოკატის ინფორმაციით კი, გიორგი გუდაძე მის დაკავებას იმ ფაქტს უკავშირებს, რომ მას პირობითის ვადა ამაღამ ეწურებოდა და კვლავ სურდათ ციხეში შეებრუნებინათ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ე.წ. მოდულის შენობის დატოვების შემდეგ დაკავებული წყალბურთელის ადვოკატმა ნათია გურულმა განაცხადა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ჯერჯერობით მისთვის უცნობია, თუ რა ნივთიერების ჩადება მოხდა გიორგი გუდაძისთვის, რადგან ექსპერტიზა არ დასრულებულა.

გიორგი გუდაძისთვის, რომელიც გუშინ დააკავეს, ამ დროისთვის ბრალის ოფიციალური წარდგენა არ მომხდარა, თუმცა როგორც ცნობილია, მას სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან. ბრალის ოფიციალური წარდგენის შემდეგ კი გიორგი გუდაძის მიმართ სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს.