loader

ვერის ბაღში ადამიანის თავის ქალა და ძვლები იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვერის ბაღში ადამიანის თავის ქალა და ძვლები იპოვეს

თბილისში, კოსტავას პირველ შესახვევთან, ვერის ბაღში სამუშაოების დროს მუშებმა ადამიანის თავის ქალისა და ძვლების ნაწილები იპოვეს. როგორც კომპანია "თელასის" მუშებმა განაცხადეს, თავის ქალა და ძვლის ფრაგმენტები მათ რამდენიმე წუთის წინ იპოვეს. ვერის ბაღში კომპანია "თელასი" სამუშაოებს სადენების ჩასაწყობად აწარმოებს. ისინი ვარაუდობენ, რომ ეს ფაქტი ვერის პარკში ძველი სასაფლაოს არსებობას უკავშირდება.

ადგილზე საპატრულო პოლიციაც გამოიძახეს.